Welcome to the detailed analysis for justice.gov.ge. This domain is officially recognized as საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. According to their official web presence, their primary focus is: "საქართველოს იუსტიციის სამინისტრო".
"საქართველოს იუსტიციის სახლის პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) გადაეცა.სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, EPSA 2025-2026-ის ფარგლებში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, მისი მოადგილე დავით ვარდოსანიძე.EPSA-ს საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტი (European Institute of Public Administration – EIPA) უწევს ორგანიზებას. კონკურსი 2009 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საჯარო სექტორში დანერგილ ინოვაციურ და ეფექტიან პრაქტიკებს წარმოაჩენს.მე-10 საიუბილეო კონკურსზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 134 პროექტი იყო წარდგენილი. დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტი გამორჩეულ ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს. შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელოვან წვლილზე საჯარო სექტორის რეფორმირებისა და ინოვაციური განვითარების მიმართულებით.„მობილური იუსტიციის სახლის“ მეშვეობით სერვისებზე ხელმისაწვდომობამ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. „მობილური იუსტიციის სახლი“ სახელმწიფო სერვისებს აწვდის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ადმინისტრაციული ცენტრებიდან მოშორებულ სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრობენ. მათ საშუალება ეძლევათ, 500-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მიიღონ.„მობილური იუსტიციის სახლისთვის“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატის მინიჭება პროექტის ევროპულ დონეზე აღიარებას და მისი წარმატებული საქმიანობის საერთაშორისო შეფასებას წარმოადგენს. ეს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა იუსტიციის სამინისტროს გუნდისთვის, რომელმაც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინოვაციური მოდელი შექმნა."
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (EPSA) 2025-2026 წლების ღონისძიებაში მონაწილეობს."
"ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია და მისი მოადგილე დავით ვარდოსანიძე საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დოქტორ კლაუდიო მატერას შეხვდნენ. მხარეებმა საჯარო ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო ერთობლივი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. კლაუდიო მატერა გაეცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. საუბარი შეეხო იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ევროპულ ქვეყნებში სასწავლო ვიზიტების, პროფესიული გაცვლითი პროგრამებისა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ორგანიზებას. მხარეებმა, ასევე, განიხილეს EIPA-ს ექსპერტების საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ იუსტიციის სახლის საქმიანობასა და ინოვაციურ სერვისებს."
By comparing justice.gov.ge to other leading websites in its niche, marketers and researchers can identify key traffic sources and growth opportunities. Explore our related resources below to find websites similar to justice.gov.ge.
Yes, according to our latest analysis, we detected a valid SSL certificate ensuring a secure connection.
As of September 26, 2026, justice.gov.ge holds an estimated domain authority score of 52/100 based on our VisitRank tracking algorithms.
You can find the best alternatives and similar sites to justice.gov.ge in our explore section, which includes competitors in the News & Media sector.
Common Misspellings & Typo Domains for justice.gov.ge:
"შეხვედრა შედგა უნგრეთის ციფრული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველ პიტერ ვიდოსთანაც, სადაც მხარეებმა ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე ისაუბრეს. პიტერ ვიდოსი გაეცნო იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის პროექტებს, მათ შორის, იუსტიციის სახლში ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს. მხარეები ურთიერთთანამშრომლობასა და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე შეთანხმდნენ."